„აზერბაიჯანული ავიახაზები“ ხუთ ბოინგ 787-8 Dreamliner-ს შეიძენს
„აზერბაიჯანული ავიახაზები“ ხუთ ბოინგ 787-8 Dreamliner-ს შეიძენს

„აზერბაიჯანული ავიახაზები“ ხუთ ბოინგ 787-8 Dreamliner-ს შეიძენს,- ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრეზიდენტმა ჯახანგირ ასკეროვმა დუბაის ავიაშოუზე გააკეთა.

ამასთან, როგორც „ბოინგის“ პრეზიდენტმა კევინ მაკკალისტერმა თქვა, ასევე განხილვის პროცესშია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული ავიახაზები სატვირთო თვითმფრინავების შეძენას აპირებს.

მისივე თქმით, გარიგება მოიცავს თვითმფრინავების ტექნიკურ აღჭურვილობასაც და საერთო ჯამში საუბარია 1,9 მილიარდ დოლარზე.
„აზერბაიჯანულ ავიახაზებს“ ამჟამად ორი ცალი „ბოინგ“ 787-8 ჰყავს.