აზერბაიჯანში, თოუზის რაიონში მიწისძვრა მოხდა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:38 საათზე მოხდა და სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები ყაზახის სადგურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 35 კილომეტრის დაშორებით, 11 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.