აზერბაიჯანში, თოუზის რაიონში მიწისძვრა მოხდა

14:14, 17.02.2021

აზერბაიჯანში, თოუზის რაიონში მიწისძვრა მოხდა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:38 საათზე მოხდა და სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები ყაზახის სადგურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 35 კილომეტრის დაშორებით, 11 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მსგავსი