აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 39 042 შემთხვევა, მათ შორის 36 601 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 574 გარდაიცვალა.