აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 39 042 შემთხვევა, მათ შორის 36 601 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 574 გარდაიცვალა.