აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 160 კი გამოჯანმრთელდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 3984 ადამიანს. ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 2 412 034 ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 230 296 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 136 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 475-ს შეადგენს.