აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 26 636 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 341 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 8 490 ადამიანი მკურნალობს.