აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20:24, 17.07.2020

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 26 636 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 341 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 8 490 ადამიანი მკურნალობს.

მსგავსი