გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა, 437 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 526 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 229 793 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 113 ადამიანი.