აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამაინი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში ვირუსის 2 521 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში 231 362 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 163 ადამიანი.