აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა, ხოლო 142 გამოჯანმრთელდა.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 7 236 პირს. ვირუსის გამოვლენის მიზნით, ჯამში 2 551 116 ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 233 129 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 198 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 227 761-ს შეადგენს.