აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ უკვე 3 982 ადამიანს აქვს დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 49-ს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე 265 067 ტესტირება ჩატარდა.