აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  სამი კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ უკვე 3 982 ადამიანს აქვს დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 49-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე 265 067 ტესტირება ჩატარდა.

დატოვე კომენტარი