აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 492 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 33 ათასს აღემატება.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 476 პაციენტი გარდაიცვალა, 28 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანა ყოველდღიურად ტესტირებას რვა ათასამდე ადამიანს უტარებს.