აზერბაიჯანში კორონავირუსის 492 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 492 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 492 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 33 ათასს აღემატება.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 476 პაციენტი გარდაიცვალა, 28 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანა ყოველდღიურად ტესტირებას რვა ათასამდე ადამიანს უტარებს.