აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
19 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსი 45 295 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 40 ათასზე მეტი უკვე განიკურნა. რაც შეეხება გარდაცვლილთა საერთო ოდენობას, ვირუსს 630 პაციენტი ემსხვერპლა.