აზერბაიჯანში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
19 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსი 45 295 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 40 ათასზე მეტი უკვე განიკურნა. რაც შეეხება გარდაცვლილთა საერთო ოდენობას, ვირუსს 630 პაციენტი ემსხვერპლა.