აზერბაიჯანში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 355 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 6 330 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 219 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 223 315 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 132 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 772-ს შეადგენს.