აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 263 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 6 640 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 769 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 224 431 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 148 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 190-ს შეადგენს.