აზერბაიჯანში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 191 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 631 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 232 337 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 226 951 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 185 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 201-ს შეადგენს.