აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 13 032 კოვიდინიფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 59 509 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 780 ადამიანი.