აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 43 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 58 533 კოვიდიინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კოვიდ-19 ის 203 593 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 142 807 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით აზერბაიჯანში 2 253 ადამიანი დაიღუპა.