აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

00:47, 12.06.2020

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.

აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ისგან 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის განყოფილების უფროსის, იაგუტ გარაევას განცხადებით, ინდიკატორები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ.

მსგავსი