აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.
აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ისგან 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის განყოფილების უფროსის, იაგუტ გარაევას განცხადებით, ინდიკატორები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ.