აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში, აზერბაიჯანში სულ კორონავირუსის 223 417 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 205 406 გამოჯანმრთელდა, 2 869 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად, აზერბაიჯანში მკურნალობას განაგრძობს 15 142 ინფიცირებული პირი.