აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა

17:58, 08.01.2021

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით  24 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში, აზერბაიჯანში სულ კორონავირუსის 223 417  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 205 406 გამოჯანმრთელდა, 2 869 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად, აზერბაიჯანში მკურნალობას განაგრძობს 15 142 ინფიცირებული პირი.

მსგავსი