აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 22 990 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 14 093 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 292 გარდაიცვალა.