აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 526 შემთხვევა დაფიქსირდა

20:07, 10.07.2020

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა ადამიანი კი, გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 22 990 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 14 093 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 292 გარდაიცვალა.

მსგავსი