აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 29 633 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 408 ინფიცირებული.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 7 414 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.