აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 321 შემთხვევა დაფიქსირდა

23:27, 25.07.2020

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 29 633 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 408 ინფიცირებული.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 7 414 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი