აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 845 შემთხვევა გამოვლინდა, 3 876 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 845 შემთხვევა გამოვლინდა, 3 876 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 845 შემთხვევა გამოვლინდა, 3 876 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 41 პაციენტი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 428 736 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 370 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა.