აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 614 შემთხვევა გამოვლინდა, 1 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 614 შემთხვევა გამოვლინდა, 1 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 614 შემთხვევა გამოვლინდა, 1 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 380 918 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 342 256 პაციენტი გამოჯანმრთელდა.