აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 5 152 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 237 260 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 229 915 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 250 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 095-ს შეადგენს