აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა, 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 851 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 223 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 330 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 977 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 872-ს შეადგენს.