აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა, 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 851 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 223 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 330 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 977 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 872-ს შეადგენს.