აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 792 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ქვეყნის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 220-ით გაიზარდა, რვა პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 49 013 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 41 051 გამოჯანმრთელდა, ხოლო 664 გარდაიცვალა.