აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 792 ადამიანს დაუდასტურდა

16:06, 24.10.2020

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 792 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფორმაციას ქვეყნის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 220-ით გაიზარდა, რვა პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 49 013 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 41 051 გამოჯანმრთელდა, ხოლო 664 გარდაიცვალა.

მსგავსი