გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ 241 ადამიანი დაინფიცირდა.
ჯამში, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი აზერბაიჯანში 32 684 პაციენტს აქვს დადგენილი, 27 ათასზე მეტი კი, განიკურნა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქვეყანაში კორონავირუსს 468 ადამიანი ემსხვერპლა.