აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 241 ადამიანს დაუდასტურდა

19:05, 03.08.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ 241 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯამში, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი აზერბაიჯანში 32 684 პაციენტს აქვს დადგენილი, 27 ათასზე მეტი კი, განიკურნა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქვეყანაში კორონავირუსს 468 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი