აზერბაიჯანში, ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე, 55 წლის მამაკაცი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, MAN-ისა და KAMAZ-ის ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახებისას ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის საგზაო პოლიცია საქართველოს მოქალაქის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას ატარებს.
საკონსულოს ინფორმაციით, მომხდარის თაობაზე შეტყობინება უკვე მიიღეს და კონტაქტი აქვთ დაღუპულის ოჯახთან, ასევე კომპანიასთან, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა. მათივე ცნობით, ბაქოდან საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს კომპანია სრულად უზურნველყოფს.