პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევა ვარშავასთან ახლოს, ქალაქ ოიჟენში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული.

საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი თქმით, საქართველოს საელჩო და საკონსულო ამ ეტაპზე საბუთებს ამზადებენ დაღუპულთა საქართველოში გადმოსასვენებლად.