აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 78 შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 17 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების კი – დამაკმაყოფილებელი.
აზერბაიჯანში ახალ კორონავირუს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 521 შეთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა. ამ დროისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 484 ადამიანი მკურნალობს.