აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 78 შემთხვევა დადასტურდა

17:24, 04.04.2020

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 17 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების კი – დამაკმაყოფილებელი.

აზერბაიჯანში ახალ კორონავირუს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 521 შეთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა. ამ დროისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 484 ადამიანი მკურნალობს.

მსგავსი