აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ ბაქოშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:41 საათზე მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ბაქოდან 150 კილომეტრში იყო.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, განმეორებითი ბიძგები სტიქიიდან ათ წუთში დაფიქსირდა. ამჯერად, ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან 131 კილომეტრში იყო.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.