აზერბაიჯანმა და თურქეთმა იღდირ-ნახიჩევანის გაზსადენზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
აზერბაიჯანმა და თურქეთმა იღდირ-ნახიჩევანის გაზსადენზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

აზერბაიჯანმა და თურქეთმა იღდირ-ნახიჩევანის გაზსადენზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დოკუმენტს აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. პროექტს აზერბაიჯანული კომპანია „SOCAR“ და თურქული კომპანია „BOTAS“ განახორციელებს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ნახიჩევანი ახლა გაზს ძირითადად ირანის გავლით იღებს, ეს პროექტი კი ნახიჩევანს გაზის საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, ახალი პროექტი კიდევ უფრო გააფართოებს და გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.