აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა

44-დღიანი ომის შემდეგ დროებით განთავსებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სამშვიდობო კონტინგენტის პერსონალმა, შეიარაღებამ და აღჭურვილობამ მთლიანად დატოვა ყარაბაღის ტერიტორია.

აპრილში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, რეგიონში 1960 რუსი ჯარისკაცი, ასევე ასობით ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული. სამშვიდობო მანდატი, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რუსეთმა რეგიონიდან ჯარების ვადაზე ადრე გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.