აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა შოვში მეწყრის შედეგად, ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა შოვში მეწყრის შედეგად, ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ

აზერბაიჯანი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა საქართველოს რეგიონ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მასიური მეწყრის შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულს უვნებელსა და ჯანმრთელს იპოვიან. ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.