აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა შოვში მეწყრის შედეგად, ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ
აზერბაიჯანი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა საქართველოს რეგიონ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მასიური მეწყრის შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულს უვნებელსა და ჯანმრთელს იპოვიან. ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
We express heartfelt condolences to the families, who lost their loved ones in a massive landslide in Shovi, Racha, #Georgia. We hope the dozens of people who are still missing will be found safe and sound.
We stand with the Government and the people of Georgia🇬🇪. @MFAgovge pic.twitter.com/v1a9mMU48N
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) August 4, 2023