აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
აზერბაიჯანის საგარეო უწყება აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს.
„აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე“, – წერს აზერბაიჯანის საგარეო უწყება.