აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
აზერბაიჯანის საგარეო უწყება აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს.
„აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე“, – წერს აზერბაიჯანის საგარეო უწყება.
#Azerbaijan supports independence, sovereignty and territorial integrity of #Georgia within its internationally recognized borders. 🇦🇿🇬🇪 enjoy strategic partnership based on the respect and adherence to fundamental principles of international law.@MFAgovge
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) August 8, 2022